უცხოეთში განთავსებული უკანონოდ მიღებული აქტივების ყაზახეთში დაბრუნება, ბირთვული ელექტროსადგურები მშენებლობაში დახმარება – რა თქვა ყაზახეთში ვიზიტისას კემერონმა

26-04-2024 10:28:09 მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებით, ქვეყანა ღიაა ყაზახეთთან უფრო ღრმა პარტნიორობის დასამყარებლად. ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

როგორც კემერონმა აღნიშნა, ყაზახეთს, რომელიც რუსეთთან და ჩინეთთან კავშირებს და თანამშრომლობას ინარჩუნებს, ასევე აქვს არჩევანი დიდი ბრიტანეთთან ურთიერთობი უფრო გააძლიეროს.

“მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს მშვენიერი პარტნიორობა განათლების, ბიზნესის, ეკონომიკის, ვაჭრობის, პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში. მე ამ ზრდას ვაკვირდები იმ პერიოდიდან დაწყებული, რაც პირველად ჩამოვედი აქ 13 წლის წინ", – განაცხადა მან.

კამერონის თქმით, მან ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევთან შეხვედრისას განიხილა რიგი საკითხები, მათ შორის – "ყაზახეთის მთავრობის მცდელობა, ყაზახეთში დააბრუნოს უკანონოდ მიღებული აქტივები, რომლებიც უცხოეთში იმყოფება".

"ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც შემოიღო ე.წ. დაუდგენელი სიმდიდრის ორდერი. მისი საშუალებით შესაძლებელია, დადგინდეს, საიდან არის ვინმეს სიმდიდრე და თუ დადასტურდება, რომ ის მოპარულია, ჩვენ შეგვილია, მისი ჩამორთმევა და დაბრუნება. ბრიტანეთმა ეს "ორდერი" 2017 წელს შემოიღო“, განაცხადა კემერონმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბრიტანეთს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ყაზახეთის გეგმების განხორციელებაში, ააშენოს ბირთვული ელექტროსადგურები.

კემერონს ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედა ჰქონდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ მურათ ნურთილეუსთან. ხელმოწერილ იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დოკუმენტი. კემერონის ცნობით, ორივე მხარემ ისაუბრა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, თანამშრომლობაზე და უკრაინაში ომზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები