გახარია: თუ არ გვინდა, ჩვენმა შვილებმა დატოვონ ქვეყანა, აქ უნდა იყოს ევროპა, ისინი ვერ იცხოვრებენ საბჭოური ვერტიკალების პირობებში

25-04-2024 18:20:23 პოლიტიკა ,ციტატა

„ათასობით ახალგაზრდა დგას დღეს ქუჩაში. მათი ფორმულა რა არის იცით? ან ეს ბავშვები იცხოვრებენ ევროპაში, ან დატოვებენ საქართველოს. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა, ჩვენმა შვილებმა არ დატოვონ ეს ქვეყანა, აქ უნდა იყოს ევროპა. სხვანაირად ესენი უკვე ევროპელები არიან, ესენი ვერ იცხოვრებენ საბჭოური ვერტიკალების პირობებში, სადაც რომელიღაცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე იღებს თავის თავზე პრემიერის წარდგენის ვალდებულებას, სრულად უგულველყოფს კონსტიტუციურ წესრიგს“,– თქვა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ "ფორმულასთან".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები