ილია დარჩიაშვილი: უნგრეთში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე ირაკლი კობახიძე მთავარი სტუმარი იყო

25-04-2024 18:15:09 ციტატა

„ეს არის ფორუმი, პლატფორმა, სადაც იკრიბებიან კონსერვატიული ღირებულებების პოლიტიკური პარტიები, ის პოლიტიკური პარტიები, ვისთვისაც ღირებულებები, ტრადიციები არის მნიშვნელოვანი მათ პოლიტიკურ საქმიანობაში. შესაბამისად, ვფიქრობ, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამობრძანება უნგრეთში. ის გახლდათ მთავარი სტუმარი ფორუმზე. ის ასევე საუბრობდა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ჭრილში, რაოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენ თავად შევინარჩუნოთ ჩვენი ღირებულებები. ასევე, პრემიერი საუბრობდა, რაოდენ დიდია ქართული ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ღირებულებები, კონსერვატიული მიდგომები იყო დღეს ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი და საქართველო შესაბამისად იყო წარმოდგენილი, პრემიერ-მინისტრი იყო მთავარი სტუმარი ამ ღონისძიების. ვისაუბრეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გავაგრძელოთ ჩვენი საბოლოო მიზნისკენ სვლა, საქართველოს ევროპული მომავალი არის ერთი მთავარი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის, მაგრამ პარალელურად, ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ ის ღირებულებები, ტრადიციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში გააძლიერა, გადაარჩინა და დღემდე მოგვიყვანა“, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები