კახა კალაძე: არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი, ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს

25-04-2024 14:44:36 პოლიტიკა

მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას.

“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები. სამარცხვინოს დავარქმევდი, თუმცა კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, “ფარას” დოკუმენტში ყველაფერი იქნება ასახული. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები. ასეთი რეზოლუციები გვინახავს. გახსოვთ, გასული თვეები. ამოიღეთ და ნახეთ, რას იღებდნენ. არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. გვახსოვს, როდესაც მოგვიწოდებდნენ თუ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა ქვეყანა, თუ სანქციებს არ შეუერთდებოდა ქვეყანა, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ, ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას”,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის: დღეს ევროპარლამენტში საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მანამ არ უნდა გაეხსნას, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე რეზოლუციის ტექსტან ერთად ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და "ქართული ოცნბის" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები