გოგოლაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები ადრე თუ გვიან აისახება ევროკავშირის საბჭოს ან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში

25-04-2024 12:26:28 პოლიტიკა ,კომენტარი

ევროპარლამენტი დღეს, 25 აპრილს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს.

„ამ მომენტში ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული მოწოდება (კონკრეტული თემაც), რომელიც არის რეზოლუციაში, არის ის, რომ იქონიებს გავლენას დაფინანსებაზე. რა მიმართულებით იქნება ან მოითხოვს ევროპარლამენტი, არ არის დაზუსტებული. საუბარია როგორც პარლამენტის წევრების დასანქცირებაზე, ასევე ბიძინა ივანიშვილის და ასევე საუბარი იყო საქართველოსთვის ყოველგვარი დახმარების დროებით შეწყვეტაზე იმ პირობით, რომ ის უკან წაიღებს კანონს[„აგენტების შესახებ კანონპროექტს]“,– ამბობს პოლიტოლოგი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

ის ამბობს, რომ ადრე თუ გვიან რეზოლუციები აისახება ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებებში:

„ევროპარლამენტის რეზოლუციები, როგორც წესი, ადრე თუ გვიან აისახება ევროკავშირის საბჭოს, ან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებში, იღებს კანონის სახეს. ყოველთვის არ არის თანხვედრა დროში, რადგანაც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის სავალდებულო აღსრულების დოკუმენტი, მაგრამ ის არის სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც მოდის ევროპული პოლიტიკური ძალების მხრიდან“.

განახლება

ევროპარლამენტმა საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ასევე უკავშირდება სავიზო რეჟიმს.

ვრცლად იხილეთ აქ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები