ესტონეთში NATO-ს უდიდესი კიბერსწავლება დაიწყო, მასში უკრაინა პირველად მონაწილეობს

24-04-2024 20:29:44 მსოფლიო

სწავლება Locked Shields 2024 – კიბერუსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში უდიდესი წვრთნები – დაიწყო ტალინში 24 აპრილს ნატოს კიბერ თავდაცვის ცენტრის (CCDCOE) ეგიდით,– ამის შესახებ თავად ცენტრი იტყობინება.

Locked Shields 2024 წვრთნაში 4000-ზე მეტი ექსპერტი მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. მას უკრაინის წარმომადგენლები პირველად შეუერთდნენ.

სწავლების დროს სწრაფი რეაგირების გუნდებმა უნდა დაიცვან წარმოსახვითი ქვეყანა აგრესორების მიერ დაგეგმილი რთული კიბერშეტევებისგან. შეიქმნება ინტენსიური კრიზისული პირობების სიმულაცია

"ეს გუნდები მიმართავენ ეროვნულ სტრატეგიებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო მოკავშირეებთან ეფექტური რეაგირების შესაქმნელად,” - ნათქვამია CCDCOE პრესრელიზში.

პარალელურად, Locked Shields-ის წევრები გადიან სწავლებას სამართლებრივ, სტრატეგიულ და საკომუნიკაციო ტაქტიკაში და კოორდინაციას მართვის ყველა დონეზე, რაც ამზადებს მათ თანამედროვე კიბერ ომის სირთულისთვის.

სწავლების ბოლოს მოსალოდნელია გამარჯვებული გუნდის გამოვლენა. გასულ წელს შვედეთისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები