HRC: ოქრუაშვილმა და რურუამ, შეწყალების მიუხედავად, გაასაჩივრეს განაჩენი, რაც ქართული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია

24-04-2024 18:06:22 საზოგადოება

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" წარადგენა ანალიტიკური დოკუმენტი - "შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები".

ორგანიზაციის ცნობით, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდნენ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. ყველა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება - შეწყალების მექანიზმი.

"მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსხვავებით უგულავას და გვარამიას საქმისგან, რომლებიც პრეზიდენტმა გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდგომ შეიწყალა, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოსცა და, მიუხედავად ამისა, მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს ზემდგომ ინსტანციებში. ორივე შემთხვევა ქართული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია", - აცხადებს ორგანიზაცია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები