გალანტი: IDF-მ სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მეთაურების ნახევარის ლიკვიდაცია განახორციელა

24-04-2024 17:22:11 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მეთაურების ნახევარის ლიკვიდაცია განახორციელეს.

იოავ გალანტი ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობას ქალაქ საფედში სტუმრობდა, სადაც ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის არმიის წარმატებაზე ისაუბრა.

"სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს" - თქვა იოავ გალანტმა.

გალანტის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს.

როგორც ცნობილია, ისრაელი ამ მიმართულებით რამდენიმე ალტერნატიულ პოლიტიკას ამუშავებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები