ლიეტუვა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

24-04-2024 16:45:29 მსოფლიო

ლიეტუველმა კანონმდებლებმა მიიღეს სპეციალური რეზოლუცია, რომელიც საშუალებას აძლევს ათასობით სამხედროს უცხო ქვეყნებიდან, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სწავლებაში Baltic Operations 2024 (BALTOPS), რომელიც ივნისში გაიმართება. წერს LRT.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კასციუნასმა განაცხადა, რომ 4-21 ივნისს დაგეგმილ BALTOPS 2024 წვრთნებში 10 ათასამდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

”ეს არის ყველაზე დიდი წვრთნები, რაც ჩვენ ოდესმე ჩაგვიტარებია,” - თქვა მან.

წვრთნა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადებას და სამხედრო რეაგირების გაძლიერებას ბალტიის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაგეგმილია, რომ ლიეტუვაში გემები ეკიპაჟებით, დამატებითი პერსონალით და საზღვაო პერსონალით ჩავლენ აშშ-დან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ბელგიიდან, პორტუგალიიდან.

ლიეტუვაში სამშაბათს, 23 აპრილს დაიწყო გერმანიის ბუნდესვერის ფართომასშტაბიანი წვრთნები, Grand Quadriga 2024. ორშაბათს, 22 აპრილს დაიწყო ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული სამხედრო წვრთნა Thunder Strike. ხოლო კვირას დაიწყო ლიეტუვურ-პოლონური ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები საჰაერო ელემენტებით "Brave Griffin 24/II".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები