ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული აღარ არის

24-04-2024 14:18:06 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნებიდან ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული აღარ არის. ინფორმაცია საქართველოში ლატვიის საელჩოში დაადასტურეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მითითებულია, რომ ქვეყანას ორი საპატიო კონსული ჰყავს: ივლიანე წულაია იმერეთის რეგიონში და მიხეილ ხუნდაძე კახეთის რეგიონში.

მანამდე ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა დააყენა. მან "ამაზრზენი" და "სამარცხვინო" უწოდა ოდიშარიას განცხადებას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. პოლიტიკოსმა მიმართა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სეიმის დეპუტატს აივა ვიკსნეს, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

3 აპრილს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ოდიშარიამ ზოგადი ბოდიში მოიხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები