ბლინკენი შანხაიში ჩავიდა

24-04-2024 13:52:09 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს, 24 აპრილს ჩინეთში, შანხაიში ჩავიდა. ამის შესახებ AP იტყობინება.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის ფონზე ხორციელდება. თუმცა, როგორც სააგენტო უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მოკლე დროში აშშ–ისა და ჩინეთის ლიდერების საუბრის, ფინანსთა მინისტრის ჩინეთში ვიზიტის და აშშ-სა და ჩინეთის თავდაცვის ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო კონტაქტის შემდეგ, სულ მცირე, მიანიშნებს, რომ ორივე მხარე მზადა, განიხილოს მათი უთანხმოება.

როგორც ითქვა, სამდღიანი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, პეკინმა შეწყვიტოს რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდაჭერა.

"ჩინეთს ვერ ექნება ერთიც და მეორეც", - თქვა ბლინკენმა, "მას არ შეუძლია, მოითხოვოს პოზიტიური, მეგობრული ურთიერთობები ევროპულ ქვეყნებთან და ამავე დროს, წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის ცივი ომის დასრულების შემდეგ."

მედია წერდა, რომ აშშ–ში ჩინეთის ბანკების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებენ.

ჩინეთმა ადრე გაითვალისწინა დასავლეთის გაფრთხილებები, რომ არ მიეწოდებინა იარაღი რუსეთისთვის, მაგრამ საქონლის ექსპორტი, რომელსაც ასევე აქვს სამხედროდანიშნულება, ბოლო დრომდე იზრდებოდა.

2024 წლის მარტის ბოლოს, ჩინელმა მწარმოებლებმა პირველად, წელიწადნახევრის განმავლობაში, შეამცირეს მანქანების, აღჭურვილობისა და მექანიზებული კომპონენტების პირდაპირი მიწოდება რუსეთში, იტყობინება RBC, PRC-ის საბაჟო სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით.

კლებამ 2023 წლის მარტთან შედარებით 15% შეადგინა. Bloomberg-მა აპრილში დაწერა, რომ მარტში ჩინეთის ექსპორტი რუსეთში 16%-ით შემცირდა. ექსპერტები ამას უკავშირებენ შეერთებული შტატების მხრიდან ჩინურ ბანკებსა და კომპანიებზე სანქციებით გაზრდილ ზეწოლას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები