პაპუაშვილი: როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის დასანქცირება, ვერ გამიგია, წარმოუდგენელია, ეს არის, უბრალოდ, ვიტყოდი, დაშინების მეთოდი

24-04-2024 12:33:51 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ნაწილის მხრიდან დეპუტატების სანქცირებაზე საუბარი დაშინების მცდელობაა.

„როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის დასანქცირება, ვერ გამიგია, წარმოუდგენელია. დეპუტატები ვინ არიან?! 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასეთი რამ აბსურდია. ეს არის, უბრალოდ, ვიტყოდი, დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტის ამ ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაჰყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არის თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილის, ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის სანქცირება – რა თქვეს ევროპარლამენტარებმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ.

მედია: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ვიდრე "აგენტების კანონი" ძალაშია, მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები