რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან

24-04-2024 10:12:44 მსოფლიო

რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონით შეტევის შესახებ იუწყებიან.

„დიდი ალბათობით, საწვავისა და ენერგეტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკის და იარცევოს რაიონებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შედეგების ლიკვიდაციას აწარმოებს" - წერს რეგიონის გუბერნატორი ვასილი ანოხინი სოციალურ ქსელში და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მანამდე რუსული ტელეგრამის არხი SHOT, ადგილობრივებზე დაყრდნობით წერდა, რომ ერთი ან მეტი დრონი სმოლენსკის მახლობლად მდებარე სოფელ რაზდოროში ნავთობის საცავს დაესხა თავს, რასაც ძლიერი ნათება და კვამლი მოჰყვა.

გასული კვირის ბოლოს სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, დრონის თავდასხმის შემდეგ საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე ხანძრის თაობაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები