ჰოლანდიური დაზვერვა: ევროპაში მინიმუმ, 10 ტერორისტული აქტი აღიკვეთა

23-04-2024 17:48:08 ევროპა

ჰოლანდიის დაზვერვის ცნობით, სპეცსამსახურებმა მთელ ევროპაში 2023 წელს სულ მცირე, 10 ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. წერს Reuters.

მთავარ ფაქტორად, რამაც გაზარდა ტერორისტული თავდასხმების საფრთხე, ითვლება ყურანის დაწვის ფაქტები და ომი ისრაელსა და "ჰამასს" შორის, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიწყო.

აღკვეთილ თავდასხმებს შორის იყო კონკრეტულ ობიექტებზე, საჯარო ღონისძიებებზე შეტევის განზრახვა, ასევე ადამიანებზე დანებით თავდასხმის იდეა.

მანამდე საფრანგეთმა განაცხადა, რომ აღკვეთა ტერორისტული აქტები, რომელთაც "ისლამური სახელმწიფოს" მოსკოვში ტერაქტის მომწყობი ფრთა აორგანიზებდა.

პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებით გაზრდილი რისკების ფონზე პარიზს უსაფრთხოების მაღალი დონე აქვს გამოცხადებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები