პრემიერი: "გამჭვირვალობა გვჭირდება, მათ შორის იმისთვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში"

23-04-2024 16:09:00 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება და აცხადებს, რომ "გამჭვირვალობა გვჭირდება, მათ შორის იმისთვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში".

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი, თითქოს გვარამია პოლიტპატიმარი იყო, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც თქვა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი აბსოლუტურად სამართლიანი იყო. აქაც იგივეა - „ენჯეო“ დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ „ენჯეომ“ გაუგზავნა იქით ტყუილი, რომელიც მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომაა აუცილებელი გამჭვირვალობა. გამჭვირვალე რომ იქნება, შემდეგ გაუჭირდება „ენჯეოს“ სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში „ენჯეოს“ მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა. ეს ჩაკეტილი წრეა ამ გაუმჭვირვალობის პირობებში. გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის იმისთვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე: რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები