გროსი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნისაგან რამდენიმე კვირა აშორებს

23-04-2024 11:18:54 მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნისაგან რამდენიმე კვირა აშორებს.

მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტებს არ აქვთ წვდომის საჭირო დონე ირანელი კოლეგების საქმიანობაზე დასაკვირვებლად.

გროსის თქმით, ირანის განცხადებები, რომ ბირთვული ტექნოლოგია ქვეყანას „სამედიცინო და სამოქალაქო მიზნებისთვის“ სჭირდება, დამატებით კითხვებს აჩენს, მაგალითად, რაში სჭირდება თეირანს „ამ მოცულობის გამდიდრებული ურანი და რატომ ხდება მისი ამ სისწრაფით წარმოება?“.

ჟურნალისტი დაინტერესდა, შეიძლება თუ არა, რომ ირანი ეფექტურად აწარმოებდეს ბირთვულ იარაღს. გროსიმ უპასუხა, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციაზე მსჯელობა ინფორმაციის სიმწირის გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები