მედია: კონგრესში აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების სანქცირებას განიხილავენ

22-04-2024 23:59:52 მსოფლიო

აშშ-iს კონგრესში კანონმდებელთა ორპარტიული და ორპალატიანი ჯგუფი კონგრესმენი დინა ტიტუსის ხელმძღვანელობით, ამ კვირაში "აზერბაიჯანის სანქციების განხილვის პირველი აქტის" მიღებას გეგმავს,- იტყობინება Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

კანონპროექტი 40-ზე მეტი აზერბაიჯანელი თანამდებობის პირის სანქცირებას ითვალისწინებს, რომლებმაც "აქტიური და მთავარი როლი ითამაშეს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში".

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას 180 დღე ექნება, რათა დაადგინოს ექვემდებარება თუ არა კანონპროექტში შეტანილი აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების სია სანქციების დაწესებას აშშ-ს არსებული კანონმდებლობით, მათ შორის, მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები