ავარია ფოთში, არის მსხვერპლი

22-04-2024 22:27:17 საზოგადოება

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა. დაიღუპა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, 19 წლის კაცი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

განახლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარია გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.

ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს" - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები