"800 კაცის ჩამოყვანა დაგვავალეს" – მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე "ოცნების" კონტრაქციაზე

22-04-2024 19:38:31 პოლიტიკა ,საზოგადოება

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის, "ქართული ოცნების" წევრ ლევან სურმავას თქმით, მათ სახელისუფლებო პარტიის მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზე 800 კაცის ჩამოყვანა დაევალათ. საუბარია "აგენტების კანონის" მხარდამჭერ აქციაზე.

სურმავას დაუკავშირდა "მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარეს თავი "ქართული ოცნების" რეგიონების ოფისის წევრად გააცნო და ჰკითხა, აქციისთვის ხომ არ დაუწყიათ სიების გამზადება.

"ხვალ თათბირი უნდა იყოს და მერმა ასე თქვა, "გვეტყვიანო" და ჯერჯერობით არ დაგვიწყია [სიების შედგენა]... ჯერ თათბირი უნდა ჩავატაროთ, დავიბაროთ სოფლის წარმომადგენლები. რახან ორშაბათი არის, განსასაზღვრია შვებულებები... ჩვენ 800 კაცი დაგვავალეს... წინაზეც, მე მგონი, 800 კაცი წავიყვანეთ, თუ 700, არ მახსოვს... თავისუფლებაზე რომ ვიყავით... ორჯერ თან... მოკლედ, არანაირი პრობლემა არ არის, დავორგანიზდებით... ხუთშაბათი-პარასკევს გექნებათ სია სახელების და გვარების და მანქანის ნომრების მიხედვით, მარშუტკებში ვინ, როგორ და რანაირად...დრო და რაღაცა ჯერჯერობით არ ვიცით" - უთხრა სურმავამ "მთავარ არხს".

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ უთხრა, რომ "რაოდენობაზე ჩამოყალიბდებიან".

იხილეთ ასევე: როდესაც ქუჩაში „საპროტესტოდ“ ხელისუფლება გადის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები