კაია კალასი: საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

21-04-2024 14:31:13 ციტატა

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ, გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი" – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ–მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: 7-თვიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები