მელია –  სააკაშვილის წინადადებაზე: "ეს იქნება "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა"

19-04-2024 19:18:01 პოლიტიკა

"ეს იქნება "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა", – ასე ეხმიანება პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინადადებას არჩევნებზე ოპოზიციის საერთო სიის თაობაზე.

მისი თქმით, "არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს".

"რაც შეეხება სააკაშვილს, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, მე ვფიქრობ ჩემი მხრიდან საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაზე", მერაბიშვილზე, სააკაშვილზე კეზერაშვილზე, ახლა ამ კონტექსტში არის აბსოლუტურად უადგილო.

მე ვფიქრობ, რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ და ასე ელექტორალური ერთობა რიტორიკულად შეიძლება, მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მე მჯერა, რომ ეს იქნება "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა“, – განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები