"სად ურტყამს, აბა?"– კალაძემ კადრებში ელისაშვილზე ძალადობა ვერ დაინახა

19-04-2024 15:07:16 პოლიტიკა

"მე ვერ ვხედავ, სად ურტყამს, აბა? არ ჩანს, რომ ურტყამს, საერთოდ არ არის..." - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მას შემდეგ, რაც მას აჩვენეს დეპუტატ ალკო ელისაშვილის დაკავების ამსახველი ვიდეო. დეპუტატს დაზიანებები სახის არეში ვიზუალურადაც აღენიშნება. ის დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხება.

არსებობს ელისაშვილთან დაკავშირებით ორი ვიდეო: ერთ ეპიზოდში ფაქტობრივად პოლიციის კორდონში ატარებენ დეპუტატს, მეორეში – იძულებით გაჰყავთ ტერიტორიიდან.

კალაძე ამბობს, რომ ელისაშვილი თავად "უვარდებოდა პოლიციის კორდონს".

"ისიც მაჩვენეთ, მაშინ, ელისაშვილი პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა და ძალადობისკენ რომ მოუწოდებდა ხალხს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. თქვენ მაშინ უნდა გამოსულიყავით და ჩემთვის დაგესვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ელისაშვილმა იკადრა. ეს მისაღები იყო თქვენთვის? ნორმალური ფორმაა ეს? პარლამენტში ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი? არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან იყო... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ როდესაც ხარ მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, რასაც ელისაშვილი კადრულობდა", - განაცხადა კალაძემ.

ელისაშვილი ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს, მაგრამ

"კადრები რომ დავინახე, მერე უფრო დავიძაბე...არ მახსოვდა, ამდენი თუ მომხვდა...რაღაცის დანახვა რომ არ გინდა, ვერ დაინახავ",– თქვა ელისაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები