პრემიერსა და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს შორის გამართულ  შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ბანკი მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას

19-04-2024 14:08:39 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მაჩიე ჩურას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა EIB-თან, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, წარმატებულ თანამშრომლობას. განიხილეს საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მაკროეკონომიკური ტენდენციების პოზიტიური დინამიკა.

„მთავრობის მეთაურმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა EIB-ის დაფინანსებით განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების როლს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მიმდინარე პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს EIB-თან არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. გამოითქვა იმედი, რომ EIB მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სფეროებში საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მიმართულებით.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან EIB-მა საინვესტიციო პროექტებში 1.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები