ვახტანგ გომელაური: იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა

19-04-2024 13:29:42 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგანსაქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს.

როგორც ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესითგამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული დეპარტამენტი, მიმდინარე შემთხვევებზე, პოლიციელებს სამართლებრივ/პრაქტიკულ კონსულტაციას უწევს, აგრეთვე, ტენდენციებზე დაკვირვების, მიგნებების, გამოწვევების იდენტიფიცირების შედგად, გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს.

„2023 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დეპარტამენტის მიერმონიტორინგი განხორციელდა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის და ოჯახურიდანაშაულის 5000-მდე, ხოლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობისწინააღმდეგ დანაშაულის 500-მდე სისხლის სამართლის საქმეზე. ასევე,ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისდეპარტამენტის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ დისკრიმინაციის ნიშნითმოტივირებულ დანაშაულებებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურპროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსშორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ მემორანდუმისფარგლებში აღრიცხავენ და წელიწადში ერთხელ აქვეყნებენ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატებს დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო: „2021 წელს - აღრიცხულია, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი1703 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1394 საქმეზე გამოკვეთილიაგენდერის ნიშანი;2022 წელს - 1802 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც 1579 გენდერის ნიშანიგამოიკვეთა.2023 წელს - 1806 სისხლის სამართლის საქმე, აქედან 1653 საქმეში იკვეთებაგენდერის ნიშანი“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართულები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელსწავლებებში. მათ მიერ შემუშავებული სხვადასხვა კურსის მიხედვით,გადამზადებულია ათასობით პოლიციის თანამშრომელი, მათ შორის, მენეჯერულირგოლის წარმომადგენლები.„მაგალითად 2023 წელს, დეპარტამენტის ჩართულობით გადამზადდა 2000-ზე მეტისამართალდამცავი. ასევე, შემუშავებულია 20-ზე მეტი რეკომენდაცია. 2023 წლის მაისიდან, დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით, შემაკავებელი ორდერი,რისკების შეფასების ინსტრუმენტი და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისსტანდარტი შეიცვალა, რამაც მეტ მსხვერპლს მისცა საშუალება, გამოიყენოსძალადობის პრევენციის მექანიზმი.ცვლილებების პროცესს წინ უძღვოდა გაეროსქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორებისრისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითშეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე,არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატისწარმომადგენლებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომცვლილებების პოზიტიური შედეგები ნათლად აისახა სტატისტიკურ მონაცემებში:„თუკი 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე - 44შემთხვევაში დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა, 2023 წლის 1-ლიმაისიდან 2024 წლის მარტის თვის ჩათვლით ციფრი 134-მდე გაიზარდა.2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის დასკვნაში, დადებითად არის შეფასებულისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რისკების შეფასებისინსტრუმენტის განახლება და ეფექტიანობის გაზრდა“, - აღნიშნა შინაგანსაქმეთა მინისტრმა.ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში,დეპარტამენტების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, მუდმივადხორციელდება სხვადასხვა სახის სტრუქტურული რეფორმები.მისი თქმით, რამდენიმეწლიანი საქმიანობის შედეგად, აღნიშნულ დეპარტამენტშიცგამოვლინდა საჭიროება ჩატარებულიყო ფუნქციონალური ანალიზი.„აღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისადა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობისეფექტიანობის აუდიტი, რომლის რეკომენდაციების გათვალისწინებით იგეგმებადეპარტამენტის რეფორმირება. მათ შორის, იგეგმება დეპარტამენტის მანდატისზრდა. უფრო კონკრეტულად, დეპარტამენტს დაემატება ახალი ფუნქცია -სამინისტროს შიგნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის მონიტორინგი და ამმიმართულებით პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, შესაბამისირეკომენდაციების შემუშავება. ასევე, დეპარტამენტს შემოუერთდება მოწმისა დადაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. რა თქმა უნდა, აღნიშნულისუზრუნველსაყოფად დეპარტამენტში ადამიანური რესურსების ზრდაც იგეგმება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები