„იმედის“ ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

19-04-2024 12:08:46 საზოგადოება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით (154 მუხლის 1 ნაწილი)სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

"იმედის" ცნობით, არხის გადამღებ ჯგუფებს ყვირილის, პირდაპირი ეთერის ჩაშლის მცდელობის, უცენზურო შეძახილებისა და სხვადასხვა ნივთების სროლის ფონზე უწევდათ მუშაობა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციების გაშუქების დროს.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ცემეს ჟურნალისტები.

ჟურნალისტებზე ძალადობის ეს ეპიზოდები გაერთიანებულია ერთ დიდ საქმეში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცველების მხრიდან „სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების“ კვალიფიკაციით იძიებს. ამავე კვალიფიკაციი იძიებენ მომიტინგეებზე ძალადობის შემთხვევებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები