რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა

19-04-2024 09:59:09 მსოფლიო

რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა, -იუწყება რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სტავროპოლის მხარეში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისა რუსეთის აეროკოსმოსური ძალების Ту-22М3 თვითმფრინავი ჩამოვარდა“, - ნათქვამია თავაცვის უწყების განცხადებაში.

მისი ცნობით, სამძებრო ჯგუფმა ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია განახორციელა, მეოთხეს ძებნა კი გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები