მამუკა ხაზარაძე: თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, ბრძოლა იქნება ბოლომდე!

18-04-2024 16:09:48 პოლიტიკა

პარტია „ლელომ“ პოლიციის სამმართველოსთან ბრიფინგი გამართა და პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის გათავისუფლება მოითხოვა.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ბრძოლა იქნება ბოლომდე".

"აქ ვდგავართ იმიტომ რომ, პირველ რიგში დავაფიქსიროთ ირაკლი კუპრაძის მიმართ მხარდაჭერა, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს. რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება პრინციპული. დღეს სახლში ჯდომის და პასიურობის დრო არ არის. პასიურობა ერთ დღეს რუსეთში გაგვაღვიძებს. თავისუფლება ირაკლი კუპრაძეს, ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე, საქართელველოს გამარჯვებამდე", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ირაკლი კუპრაძე "აგენტების" შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 2 დღის წინ დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები