კრამონი: ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში იგი თავის ფულს საქართველოში გადაიტანს

18-04-2024 12:51:30 პოლიტიკა

"ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში იგი თავის ფულს საქართველოში გადაიტანს", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განიხილვას, რომლითაც ოფშორებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანა მომხიბვლელი ხდება.

ევროპარლამენტარის თქმით, ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.

„ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ", - წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს. 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები