ჩიკვაიძე: 18 წლის ბიჭი დარდობს, რადგან მისი მეგობრები დგანან მეორე მხარეს და თვითონ, იმიტომ რომ ჯარშია, არის „რობოკოპის“ ფორმით

18-04-2024 12:54:25 საზოგადოება

მსახიობი ირაკლი ჩიკვაიძე საუბრობს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტოდ გამოსულ ახალგაზრდებზე.

„იქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომლებიც გულწრფელი ბრაზით არიან წარმოდგენილები. ეს ბრაზი იმდენად გულწრფელია, რომ რამდენჯერაც მისკენ ცუდ ნაბიჯს გადადგამ, მისგან მეტი წამოვა. ამაზე უნდა ფიქრობდეს ყველა პოლიტიკოსი, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ და ის პოლიციელები, რომლებიც იქ დგანან... მეგობრის ძმაა 18 წლის, ახლახანს წაიყვანეს ჯარში, რომელსაც ჯერ ალბათ არანაირი კურსები არ აქვს გავლილი, ეგრევე ჩააცვეს „რობოკოპის“ ფორმა...პარლამენტთან ვიდექით, როდესაც მოიწერა, „ახლა მოვყავართ მანდო“...რატომ მოგყავთ ეს ბავშვები აქ?! 18 წლის ბიჭი, რომელიც ნანობს, დარდობს, რადგან მისი მეგობრები დგანან მეორე მხარეს და თვითონ, იმიტომ რომ ჯარშია, დგას „რობოკოპის“ ფორმით და არც იცის, როგორ იხმაროს ეს ყველაფერი... პანკისი დროს, როცა ხდება შეტაკება – ღმერთმა არ ქნას, ეს მოხდეს, მაგრამ თუ ვკარგავთ თავისუფლებას, ალბათ, ესეც მოხდება – ამ დროს იწყება დაბნეულობა, ძალიან ცუდი შეტაკება ორ მხარეს შორის და სულ რისკზე ვდგავართ იმის გამო, რომ ვიღაცეებმა რაღაცეები ჩაიდონ ჯიბეში“,– ამბობს ჩიკვაიძე.

საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების“ შესახებ კანონი, რასაც მასობრივად აპროტესტებენ მოქალაქეები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები