აშშ–ის საელჩო პატელის განცხადებას აქვეყნებს: ეს კანონი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი

18-04-2024 12:12:04 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მთავარი მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ "აგენტების" შესახებ კანონი "უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი"

"ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები