კიევს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობს გერმანიის ვიცე-კანცლერი

18-04-2024 12:09:27 მსოფლიო

გერმანიის ვიცე-კანცლერი, ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას ხაზი გაუსვა, რომ მისი ვიზიტი გერმანიის მხრიდან უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

„რუსეთის სასტიკი და უკანონო დაპყრობითი ომის მესამე წელსაც კი, გერმანია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

როგორც დაანონსდა, გერმანელი პოლიციკოსი შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ასევე მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები