"დაგდებულს გამეტებით მირტყამდნენ" – ელისაშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

18-04-2024 11:17:31 საზოგადოება ,სამართალი

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

მას სახისა და ხელის არეში დაჟეჟილობები აღენიშნება. ამასთან, აქვს ნეკნის მოტეხილობა. ის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა.

პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც 17 აპრილის აქციისას დემონსტრანტების ნაწილმა გადაინაცვლა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის მითითებით სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციელები, შემდეგ დიდუბის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

„უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებთ რამდენიმე პოლიციელმა შემათრია...ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს გამეტებით მირტყამდნენ. შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ვიყავი...წერეთელზე გადამიყვანეს, სადაც შსს–ს დიდუბის განყოფილებაა...იქ არაფერი, ნორმალური, ადამიანური გარემო იყო...მოვედი კლინიკაში, რადგან ძალიან მტკიოდა გვერდი და აღმოჩნდა, რომ ნეკნი მაქვს მოტეხილი და ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით“,– ყვება ელისაშვილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები