უკრაინა: რუსული ძალების მიერ მჭიდროდ დასახლებულ ჩერნიგოვზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 18, დაშავდა 77 ადამიანი

18-04-2024 10:32:39 მსოფლიო

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 18 აპრილს დილით გამოქვეყნებული, მონაცემებით, რუსული ძალების მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია 18 და დაშავებულია 77 ადამიანი. რუსეთის არმიამ ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ცენტრზე სარაკეტო შეტევა 17 აპრილს მიიტანა.

მაშველები მუშაობას განაგრძობენ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი 3 ადამიანი გადაარჩინეს. სარაკეტო დარტყმის რაიონიდან გატანილია 1580 ტონა სამშენებლო ნარჩენები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 17 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო დარტყმების შედეგად დაინგრა 8-სართულიანი შენობა და დაზიანდა 4 მრავალსართულიანი სახლი, საავადმყოფო და სასწავლო დაწესებულება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის მოგერიება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინას არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის საშუალებები. უკრაინა ამ სისტემების და სხვა იარაღის ნაკლებობას განიცდის დასავლელი მოკავშირეების, განსკუთრებით აშშ-სგან მიწოდების შემცირების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები