საქართველო საერთაშორისო მედიის ფოკუსში

18-04-2024 10:19:58 პოლიტიკა ,საზოგადოება

„აგენტების კანონის“ ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის 83–მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მიიღო 17 აპრილს.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს, - ამის შესახებ

Reuters აღნიშნავს, რომ პროექტი ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, საქართველო წლების განმავლობაში ცდილობს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ ამჟამინდელ მმართველ პარტიას ქვეყნის რუსეთთან დაახლოებაში ადანაშაულებენ, - წერს „France 24“ და დასძენს, რომ „საქართველოში სადავო კანონპროექტს „უცხოური გავლენის“ შესახებ ათიათასობით ადამიანი აპროტესტებს“.

„საქართველოს, რომელიც ოდესღაც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დემოკრატიული ტრანსფორმაციის წამყვანი ლიდერი იყო, ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებენ“, - ხაზს უსვამს გამოცემა.

გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ცნობილია ანტიდასავლური რიტორიკით და ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულია“, განაცხადა, რომ კანონი ხელს შეუწყობს დასავლური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას. თუმცა გამოცემას აქვე მოჰყავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადება, რომელთაც საქართველოს პარლამენტში ჩატარებულ კენჭისყრას „ძალიან შემაშფოთებელი განვითარება“ უწოდეს და თქვეს, რომ „ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე და ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს“.

განახლებადი

ახალი ამბები

სხვა სიახლეები