ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს შეხვდა

18-04-2024 10:06:06 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა. მს

დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა.

როგორც იუწყებიან, დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ ნატო-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.

„მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას.

მანამდე ტრამპს შეხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები