ქართველოლოგი სტივენ ჯონსი: ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია

18-04-2024 09:55:09 საზოგადოება

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი ეხმიანება „აგენტების კანონს“.

მისი თქმით, დეივისის ცენტრის ქართვლელოლოგიის პროგრამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს და აღნიშნავს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე:

„ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის მომავალს“.

ის იხსენებეს, რომ პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგრამ „ეს არის აკადემიური პროგრამა, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ დამოუკიდებლობას, კვლევის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას“.

„ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ მახასიათებლების გარეშე - და ვერც ქართული დემოკრატია გადარჩება“, - წერს იგი.

„კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უკეთ ცნობილია, როგორც უცხოეთის აგენტების კანონპროექტი, წარმოადგენს გამოწვევას იმ აკადემიური ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ჩვენი პროგრამა იცავს“, - ხაზს უსვამს პროფესორი.

მისი თქმით, „ბუნდოვნად ფორმულირებული „უცხოეთის აგენტების“ კანონი, თუკი მიიღებენ, შექმნის დამოუკიდებლი მედიის, ქართული აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების) გამოხატვის თავისუფლების მეტად შეზღუდვის შესაძლებლობებს“.

„ეს დაასრულებს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ... ევროკავშირის თანამდებობის პირთა და, ასევე, ევროპარლამენტში პარტიების წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ეს“, - წერს სტივენ ჯონსი.

ის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, "რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ტოლერანტობისა და ნამდვილი დემოკრატიის მშენებელი ქვეყნის, რეპუტაციას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები