პრემიერი: მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან​, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ

17-04-2024 17:40:32 პოლიტიკა

"მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისგან და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვება პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან, ამას ვამბობ ხაზგასმით. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისთვის და პროვოკაციებისთვის იყენებენ. სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები