გალერი: როდესაც საქართველოში დემონსტრაციებს უყურებ, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ მმართველ პარტიაში სხედან

17-04-2024 17:31:34 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმიანება "აგენტების კანონის" ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„როდესაც უყურებ საქართველოში დემონსტრაციებს „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, რომელიც აკოპირებს ფართოდ რეპრესიულ რუსულ კანონმდებლობას, სულ უფრო და უფრო გექმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები” მმართველ პარტიაში სხედან, და არა სამიზნეში ამოღებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში,” - წერს გალერი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის 83–მა დეპუტატმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "აგენტების კანონს". ქვეყანაში მესამე დღეა ამ კანონპროექტის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება, არიან დაკავებულები და დაშავებულებიც პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები