პარლამენტთან დემონსტრანტები დააკავეს

17-04-2024 16:08:20 საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან აქციის მინიმუმ ორი მონაწილე დააკავეს.

როგორც სამართალდამცავმა ერთ-ერთი მონაწილის დაკავების შემდეგ განმარტა, აღნიშნული ქმედება შეურაცხყოფელ გამონათქვამებს მოჰყვა.

მანამდე 9 აპრილის ქუჩაზე, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მომიტინგეების გაღიზიანება სპეციალური დანიშნულების რაზმისა და გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზაშვილის გამოჩენამ გამოიწვია. მის მიმართ კითხვა შეეხებოდა 16 აპრილის აქციაზე მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ამჟამარ პარლამენის გვერდითა შესასვლელებთან არიან გადანაწილებული დემონსტრანტები.

Новости

Другие новости