რუსმა სამხედროებმა მთიანი ყარაბაღიდან გასვლა დაიწყეს

17-04-2024 16:02:32 კავკასია

აზერბაიჯანული მედიის შემდეგ, 17 აპრილს კრემლმა დაადასტურა, რომ "რუსეთის სამშვიდობო ძალებმა" დაიწყეს მთიანი ყარაბაღის დატოვება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი რეგიონზე.

მედიაში გავრცელდა ვიდეოები, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს რეგიონიდან რუსული სამხედრო ტექნიკის გასვლის პროცესს. ცნობების კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსი სამხედროები ტოვებენ რეგიონს.

„კი, ეს სიმართლეა“,– უპასუხა შეკითხვას პესკოვს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

რუსეთმა 2 000 სამხედრო განათავსა მთიანი ყარაბაღის რეგიონში ექვსკვირიანი ომის შემდეგ 2020 წელს მოსკოვის შუამავლობით ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. მაშინ აზერბაიჯანმა რიგი რაიონების დაკავება მოახერხა, თუმცა რეგიონზე სრულად კონტროლი გასულ წლის სექტემბერში აღიდგინა, რასაც მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მოლაპარაკებას სამშვიდობო შეთანხმების გარშემო. სასაზღვრო ზონაში ხშირია შეტაკებები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები