კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება

17-04-2024 14:33:50 პოლიტიკა

თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერლაური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავილები ერთმანეთს ემთხვევა ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა კალაძე ფეხბურთელების განცხადებებს, რომელიც "აგენტების კანონის" განხილვის და საპროტესტო აქციების პარალელურად ვრცელდება.

„პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ“, - აცხადებს თბილისის მერი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნეს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები, რომელიც დროში დაემთხვა "აგენტების კანონის" განხილვას და მის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით დღესვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები