შალვა პაპუაშვილმა ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ანა ნაცვლიშვილსა და თინა ბოკუჩავას პლენარული სხდომა დაატოვებინა

17-04-2024 14:15:11 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, ანა ნაცვლიშვილსა და თინა ბოკუჩავას პლენარული სხდომა დაატოვებინა.

უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ.

„წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ და საქმესაც," - მიმართა პაპუაშვილმა დეპუტატებს და დარბაზიდან გააძევა.

დილიდან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა განახლდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები