სანიკიძე – "ოცნებას": "ათონელები, მთაწმინდელები რომ თარგმნიდნენ, ბერძნულიდან და სირიულიდან,  უცხოური გავლენის აგენტები ყოფილან თქვენი ფსიქოლოგიით"

17-04-2024 13:56:18 ციტატა

"მთელი საქართველოს ისტორია არის უცხოური გავლენის ქვეშ. ვიცავთ ეკლესიას, რომელიც ბერძნული სიტყვაა. [...] ვიცავთ ვეფხისტყაოსან​ს – "ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები". [...] ვიცავთ ქართულ სუფრას, რომელიც არაბული სიტყვაა. ოჯახს ვიცავთ, რომელიც თურქული სიტყვაა. [...] ქართველების ამბობდნენ, ერი, რომელიც უცხოური გავლენის ქვეშ არ არის ის არის უკულტურო, ჩამორჩენილი და ბარბაროსი ერიო.

ინდოეთის ოკეანეში არის პატარა კუნძული სანტინელა, სადაც პატარა ტომი ცხოვრობს და არაფერი არ უნდათ ქვეყნის ზურგზე. აი, თქვენი იდეოლოგიური მომზადება გულისხმობს სანტინელას. არაფერი არ გინდათ. რაც ჩამოგითვალეთ ის ყველაფერი არის შემოსული.

ათონელები, რომ თარგმნიდნენ, მთაწმინდელები – მნათობნი ქართველთანი, ბერძნულიდან სირიულიდან, უცხოური გავლენის აგენტები ყოფილან. იოანე პეტრიწი, ნეოპლატონიზმის აპოლოგეტი მთავარი აგენტი ყოფილა თქვენი ფსიქოლოგიით და თქვენი მოწოდებით. მცდარია ეს ყველაფერი თქვენი და არასწორია.

რა არის ეს ქართველობა ბოლოს და ბოლოს კაცო, ეთნიკურობა? სერგო ორჯონიკიძე იყო ეთნიკური ქართველი, დაწყევლილ იქნას მისი მოდგმა. ხუდია ბორჩალოელი? აზერბაიჯანელი კაცი, ამაზე ერთგული არ ჰყოლია არავინ ერეკლე მეფეს. აი, ეს არის ქართველობა. ქართველობა არის თვითშეგნება, გააზრება. უცხო ცუდი არ არის ოღონდ უნდა ავარჩიოთ. ჩვენ ხალხს ჰქონდა ასეთი თვისება ირჩევდა იმას რაც თვითონ უნდოდა, რაც არ უნდოდა იმისგან არაფერს არ ტოვებდა. [...] თქვენ მოუწოდებთ ქვეყანას, გახდეს კუნძული სანტინელა. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპის გავლენა ნებაყოფლობით და უარს ამბობს ოქროს ურდოს გავლენაზე. ვეფხისტყაოსან​ზე მეტი ევროპა რა გინდათ ხალხო, არადა კაცი ამბობს , რომ ესე ამბავი სპარსულიო", – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუნაზ სანიკიძემ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები