აქციაზე დაშავებული დემონსტრანტი წერს, რომ კლინიკაში მასთან ერთად არის ასევე ნაცემი მასწავლებელი, რომელსაც ოჯახი ვერ პოულობდა

17-04-2024 13:22:49 საზოგადოება

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი ბოკერიას სახელობის კლინიკიდან აქვეყნებს სახეზე დაზიანებების ამსახველ ფოტოს და წერს, რომ მასთან ერთად იმყოფება მასწავლებელი თორნიკე, რომელსაც ოჯახის წევრები 16 აპრილის ღამის შემდეგ ეძებდნენ.

მანამდე გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, როგორც ცემენ მანქანასთან ჩამჯდარს ახალგაზრდა კაცს პოლიციელები. სწორედ ამ კადრების ხილვის შემდეგ ეძებდნენ თორნიკე მარუაშვილს ახლობლები.

ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

თბილისში ორი დღეა, მასობრივი აქციები იმართება "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. 15 აპრილის აქციაზე 14 ადამიანი დააკავეს, ხოლო 16 აპრილს აქციაზე – 18 და გამოიყენეს სპეციალური საშუალებებიც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები