აქცია პარლამენტთან 17 აპრილს, 12:00 საათიდან განახლდება

17-04-2024 00:26:49 საზოგადოება

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" აქცია პარლამენტთან 17 აპრილს, 12:00 საათიდან განახლდება. სწორედ ამ დროისთვის უნდა გაგრძელდეს საკანონმდებლო ორგანოში "აგენტების" შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე ვერ დასრულდა.

მოსალოდნელია, რომ პარლამენტი 17 აპრილსვე უყრის კანონპროექტს კენჭს.

პარლამენტის წინ აქციის ძირითადი ნაწილი ამ დროსთვის დასრულებულია, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი. ადგილზე რჩებიან საპოლიციო ძალებიც.

შეგახსენებთ, პარლამენტთან "აგენტების კანონს" მოქალაქეები მეორე დღეა, აპროტესტებენ. 16 აპრილის აქციაზე 11 დემონსტრანტი დააკავეს, 15 აპრილს – 14.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები