„გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრ გელა ხასაიას დაკავების შესახებ იუწყებიან

16-04-2024 22:37:29 საზოგადოება

სამართალდამცავებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება მოულოდნელად დაიძაბა. პოლიციურმა ძალებმა დემონსტრანტებისგან ტერიტორიის გაწმენდა დაიწყეს. სავარაუდოდ, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, დაფიქსირდა დაკავების ფაქტებიც. არსებული ინფორმაციით, დააკავეს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძეც.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები