პრეზიდენტი: ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ,  პროვოკაცია და დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა

16-04-2024 22:32:08 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება "აგენტების" კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

"მასშტაბური საპროტესტო აქციის მეორე ღამე თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაცია და რუსეთის დესტაბილიზაციის სტრატეგიაა," - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები