დეპუტატები პარლამენტს პოლიციური ძალების კორდონით დემონსტრანტების შეძახილების ფონზე ტოვებენ

16-04-2024 21:47:48 საზოგადოება

დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს პოლიციური ძალების კორდონით დემონსტრანტების შეძახილების ფონზე ტოვებენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ, "მონებო", "რუსებო".

პარლამენტის ყველა შესასვლელ-გასასვლელი პოლიციის მიერაა პიკეტირებული, პარალელურად გრძელდება დემონსტრანტების პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, პარლამენტი "აგენტების" შესახებ კანონპროექტს პროტესტის ფონზე განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ პროექტს პირველი მოსმენით ხვალვე უყრიან კენჭს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები