შსს: აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება

16-04-2024 20:23:32 საზოგადოება ,სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება".

შსს მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და წევრებს, რომ "პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.

უწყება აღნიშნავს, რომ "კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".

შსს–ს ცნობით, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით", მობილიზებული არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და "იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები