ხვიჩია: დღეს NGO სექტორის დახურვა NGO–ს ყოფილი თანამშრომლების მხრიდან ხდება

16-04-2024 20:17:32 ციტატა

„დღეს ფაქტობრივად, NGO სექტორის დახურვა ხდება NGO სექტორის ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. წარმოიდგინეთ, ამ დარბაზში ვინც ზის, ვისაც NGO–ში უმუშავია, ვინც გამოზარდა ამერიკელებმა და ევროპელებმა, ეს ხალხი დღეს დანას რომ არ ურტყამდეს NGO სექტორს, მათ ვერავინ დახურავდა. ეს არის ჩემი თვალსაზრისით აბსოლუტური არგუმენტი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არასწორად ირჩეოდა კადრები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მუნიმუმ, ეს არის გამოსასწორებელი. [...] მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ინსტუმენტები თქვენს ხელშია, 20 000–მდე ადამიანი შეიკრიბა გუშინ, დღესაც და ელოდება, როგორ ვუყრით კენჭს მალულად – ფაქტობრივად მალულად ხდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება“,– თქვა „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პირველი მოსმენით განჯიხილავენ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები